პარტნიორობა და თანამშრომლობა

წამყვან უცხოურ და საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და უმაღლესი დონის პროფესიონალურ ასოციაციებში გაწევრიანების შედეგად, ემ ჯი ლო-ს შეუძლია თან ახლდეს მის კლიენტებს საქმიანობის მოგზაურობისას მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვენდობიან და აღიარებული ვართ, როგორც წამყვანი რეგიონალური ფირმა საერთაშორისო და ადგილობრივი ფირმების მიერ, რომლებსაც მსგავსი რეპუტაცია მოპოვებული აქვთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჩვენ შევარჩევთ თქვენთვის ყველაზე შესაფერის ფირმას თქვენი პრობლემების ან განზრახვის მიხედვით და ამ ფირმასთან ურთიერთთანამშრომლობით უზრუნველვყოფთ თქვენი ბიზნეს გარიგების ეფექტურად მართვას.

ემ ჯი ლო-ს გუნდი ფართოდ არის აღიარებული მისი უნარებითა და გამოცდილებით მართოს რთული შერწყმის, შესყიდვების და გასხვისების გარიგებები. ჩვენს იურისტებს აქვთ ფართო გამოცდილება კომპლექსურ გარიგებებში, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მრეწველობისა და ბიზნეს სექტორების ფართო სპექტრში. ჩვენი კლიენტები არიან მსხვილი საჯარო კორპორაციებიდან კერძო კომპანიებამდე და მცირე ბიზნესამდე. ჩვენი გუნდის იურისტები არიან აღიარებული ექსპერტები კომპლექსური გარიგებების მომზადების, მოლაპარაკებებისა და დასრულების საკითხებში და უზრუნველყოფენ მათთან დაკავშირებულ კრიტიკულ სტრატეგიულ საკითხებზე რჩევების მიცემას.

სადაც საჭიროა, კლიენტის საუკეთესოდ დასახმარებლად, ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს, ეყრდნობა იურისტების უნარებს და გამოცდილებას საგადასახადო, კონკურენციის, ფინანსების, ფასიანი ქაღალდების და ტექნოლოგიების, სამართლებრივი, შრომის, კომერციული უძრავი ქონების და სამართალწარმოების სფეროებში.

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან