ვახტანგ გიორგაძე

იურისტი

განათლება                                                                                            ჟენევის უნივერსიტეტი/საერთაშორისო და განვითარების კვლევების სამაგისტრო ინსტიტუტი, მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო დავის გადაწყვეტაში, 2017;
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი, 2014

 

პროფესიული კვალიფიკაცია
საქართველო

ენები
ქართული
ინგლისური

საქმიანობის სფეროები

წევრობა                                                                                      საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ვახტანგი არის კვალიფიციური იურისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება საერთაშორისო სავაჭრო სამართალში და დავების გადაწყვეტაში. 

ემ ჯი ლოში გაწევრიანებამდე, იგი მუშაობდა ახალგაზრდა პროფესიონალად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იურიდიულ საკითხთა განყოფილებაში, სადაც ის რჩევებს აძლევდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პანელს საერთაშორისო სავაჭრო დავის გადაწყვეტის შესახებ, რომელიც ეხებოდა სატარიფო განაკვეთების კვოტების ადმინისტრირებას. ვახტანგის გამოცდილება ასევე მოიცავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის იურიდიულ მრჩევლად მუშაობას, სადაც ის მონაწილეობდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში. ის ასევე მუშაობდა იურისტის თანაშემწედ წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმაში, სადაც ის აქცენტს აკეთებდა შიდა საარბიტრაჟო საქმეებზე.

ვახტანგს აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისგან და MIDS - საერთაშორისო დავების მოგვარების მაგისტრის ხარისხი MIDS-ისგან, რომელიც წარმოადგენს ჟენევის უნივერსიტეტისა და სართაშორისო განვითარების კვლევების სამაგისტრო ინსტიტუტის ერთობლივ პროგრამას. მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსებში, როგორიცაა Willem C. Vis Moot ვენაში და Foreign Direct Investment International Moot ლონდონში და ის არის რამდენიმე აკადემიური სტატიის ავტორი.

Meet more of the team

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან

ka_GE