განათლება
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2018 - დღემდე
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
თამარ კიკნაძე ამჟამად არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი და ასევე ესწრება კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ვარშავას უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრის ერთწლიან კურსს ბრიტანული სამართლის შესახებ.
ემ ჯი ლო-ში საქმიანობის დაწყებამდე თამარი წარმატებით მონაწილეობდა ლოკალურ და საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებში, მათ შორის ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში 2021 წელს, სადაც მისი გუნდი იყო ერთადერთი კავკასიის რეგიონიდან, რომელმაც შეძლო მონაწილეობა მიეღო White & Case რაუნდებში, ასევე იმიტირებულ პროცესში ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ, სადაც ის გახდა საუკეთესო სპიკერი და მიიღო შეთავაზება საკონსტიტუციო სასამართლოში მოკლევადიანი სტაჟირების გასავლელად, Willem C. Vis საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ იმიტირებულ პროცესში, სადაც ის გახდა თბილისის Pre-moot შეჯიბრის საუკეთესო ქართველი სპიკერი. თამარი ასევე მოხვდა შრომის სამართლის შესახებ Hugo Sinzheimer-ის იმიტირებული პროცესის ქართული გუნდის შემადგენლობაში და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ პროცესში (CEEMC) გუნდთან ერთად მიიღო ჯილდო საუკეთესო წერილობითი ნაშრომისათვის, პროფესორ ვილიამ კორნიშის საუკეთესო სპიკერის ჯილდო და შეთავაზება ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში მოკლევადიან სტაჟირებაზე.