სალომე მელაძე

იურისტი

განათლება                                                                                       

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი, 2018

პროფესიული კვალიფიკაცია
საქართველო

ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
თურქული დაწყებითი

საქმიანობის სფეროები

სალომე მელაძის საქმიანობა ძირითად დაკავშირებულია ზოგად და საკორპორაციო სამართლის საკითხებთან. სალომე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში მან წარმატებით მიიღო მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლოს შეჯიბრი, ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი ორგანიზებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

ემ ჯი ლოს გუნდის წევრობამდე, სალომე მუშაობდა BGI Legal-ში, სადაც მისი ძირითად პრაქტიკა მოიცავდა უძრავ ქონებას, ქონებას და მიწას, წილის გადაცემას და შეძენას, M&A, კორპორატიულ რეგისტრაციას და დაფუძნებას, სამართლებრივი საკითხების შესწავლას, ასევე ზოგად ბიზნეს სამართალს, საკორპორაციო და კომერციულ სამართალს.

მისი გამოცდილება მოიცავს:

  • საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს მრავალ იურისდიქციულ M&A გარიგებაში რჩევის მიცემა სურსათისა და სასმელის გლობალური მსხვილი კომპანიისათვის;
  • რჩევის მიცემა უცხოური კომპანიისათვის საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების იმპორტთან დაკავშირებით;
  • რჩევის მიცემა უცხოური კომპანიისათვის საავიაციო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე;
  • წარმოადგენდა უცხოურ კომპანიას საქართველოს სასამართლოების წინაშე კომპლექსურ დავაში, რომელიც გულისხმობდა დომენური სახელების გაუქმებას, რომელიც მოიცავდა სასაქონლო ნიშანს;
  • წარმოადგენდა უცხოელ ინვესტორს პრაქტიკის დამდგენ ცილისწამების საქმეში საქართველოს სასამართლოების წინაშე;
  • წარმოადგენდა უცხოელ ინვესტორს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სასამართლოების წინაშე მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაში;
  • წარმოადგენდა უცხოელ ინვესტორს საქართველოს სასამართლოებში სამშენებლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაში;
  • წარმოადგენდა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს სხვადასხვა კორპორატიული რეგისტრაციის პროცესში საქართველოში სახელმწიფო ორგანოების წინაშე; და
  • მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სფეროში მომუშავე, მათ შორის ტელეკომუნიკაციების, საბანკო საქმეებსა და სადაზღვევო საქმიანობაში ჩართული ადგილობრივი კომპანიების სამართლებრივ შესწავლაში.

ანა ქოჩიაშვილის საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია საკორპორაციო და კომერციული სამართლის საკითხებთან. ანა ჩართულია ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლის კვლევასა და ანალიზში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და სამართლებრივი შემოწმების პროცესში.

Meet more of the team

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან

ka_GE