ემ ჯი ლო-ს გუნდი გთავაზობთ მაღალი ხარისხის, პროფესიულ საგადასახადო რჩევებს გარიგებებისა და სიტუაციების ფართო სპექტრში. ჩვენს ფირმას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტრატეგიული საგადასახადო დაგეგმვისა და საგადასახადო განხორციელების საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია მრავალ იურისდიქციასთან, ტრანსსასაზღვრო ოპერაციებთან. ჩვენი იურისტები ასევე რჩევებს აძლევენ საერთაშორისო ინვესტორებს ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით ქართულ საწარმოებში და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებში, ასევე საგადასახადო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულებების შესაბამისად. ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ დაინტერესებულ პირებს, დაამატონ მაქსიმალური ღირებულება და მინიმუმამდე დაიყვანონ ფინანსური რისკები. ჩვენი იურისტების განსაკუთრებული ცოდნა უახლესი მოვლენებისა და ტენდეციების შესახებ, გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილებები.
რას ვაკეთებთ
- ზოგადი საგადასახადო დაგეგმვა კორპორაციებისთვის
- რჩევა საგადასახადო კვალიფიკაციებისა და ინტერპრეტაციების შესახებ
- რჩევა ორმაგი დაბეგვრის საკითხებზე
- რჩევა საგადასახადო შეღავათებზე და დღგ-ის რეგულაციებზე
გამოცდილება
- ქართული კორპორაციის წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში საგადასახადო დავასთან დაკავშირებით.