ემ ჯი იურიდიული ოფისის საერთაშორისო საქმეთა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებული პრაქტიკის მიზანია კლიენტებს დაეხმაროს უშუალოდ ჩაერთონ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (IFI), ექსპორტის საკრედიტო სააგენტოებთან (ECA), ორმხრივი განვითარების სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. ბიზნესში, აღმოსავლეთ ევროპისა და CIS ქვეყნებში თავისი მნიშვნელოვანი იურიდიული გამოცდილებიდან და კავშირებიდან გამომდინარე, ემ ჯი იურიდიული ოფისი კლიენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ და კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას. საერთაშორისო საქმეებისა და ორგანიზაციების გუნდის მიზანია კლიენტებს მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ინსტიტუტებთან გარიგებებისა და ურთიერთობის წარმოებაში.
ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ სამართლებრივ და ბიზნეს გადაწყვეტილებებს ჩვენს ფართო გამოცდილებასა და კანონმდებლობის, საკანონმდებლო პროცედურების, მარეგულირებელი და პოლიტიკური საკითხების ყოველმხრივ ცოდნაზე დაყრდნობით. ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან და იურისტებისგან, რომელთა მიზანია კლიენტების ინტერესების საუკეთესოდ წარმოდგენა. ჩვენი გუნდი დეტალურად და სტრატეგიულად აანალიზებს კლიენტის პრობლემებსა და მიზნებს და, შესაბამისად, შეიმუშავებს ყველაზე პრაქტიკულ და ეფექტურ გადაწყვეტებს.
ჩვენი პრაქტიკა შედგება როგორც საკონსულტაციო, ისე საადვოკატო საქმიანობისგან საერთაშორისო საქმეთა ყველა ასპექტში. ჩვენ სახელმწიფო ორგანოებსა და კომპანიებს კონსულტაციას ვუწევთ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
• IFI-ებისგან, ECA-ებისგან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების მიღება;
• IFI-ებთან, ECA-ებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა;
• სუვერენული და კორპორაციული ვალის რესტრუქტურიზაცია;
• მდგრადი განვითარების პოლიტიკა;
• საერთაშორისო ინვესტიციები;
• FDI სტრუქტურა;
• სახელმწიფო ხელშეკრულებები;
• საერთაშორისო ორგანიზაციები; და
• სანქციები და ემბარგო.