ემ ჯი იურიდიული ოფისი კლიენტებს წარმოადგენს კომპლექსურ და რთულ კომერციულ ტრანზაქციებში, რომლებიც მოიცავს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ჩვენი მომსახურება მოიცავს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით კონკრეტულ საქმეებს, მათ შორის, ლიცენზიებისა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას (ადგილობრივ და საერთაშორისო), ასევე, საავტორო უფლებების შესახებ სხვადასხვა საკითხებს. ჩვენი გამოცდილება მრავალფეროვანია კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულებებთან და სხვა მსგავსი ტიპის შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომლებიც ემსახურება ჩვენი კლიენტების ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას.
ჩვენი იურისტები ახორციელებენ სასამართლო წარმომადგენლობას ინტელექტუალური საკუთრების კომპლექსურ საქმეებში, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ კლიენტებს ვეხმარებით საქმის მორიგებით დასრულებაში მანამ, სანამ აღნიშნული ფორმალურ სასამართლო დავაში გადაიზრდება.
რას ვაკეთებთ
გამოცდილება