ინფრასტრუქტურა და პროექტების დაფინანსება

ემ ჯი იურიდიული ოფისის იურისტებს აქვთ მრავალმხრივი გამოცდილება კომპლექსური, საგადასახადო თვალსაზრისით ეფექტური კაპიტალური სტრუქტურების განვითარებასა და დანერგვაში ყველანაირი ტიპის ინფრასტრუქტურულ და საპროექტო საფინანსო ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოში. ჩვენ იურიდიულ კონსულტაციებს და მომსახურებას ვწევთ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, P3 პროექტების და მარეგულირებელ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეველოპერულ პროექტებზე, როგორიცაა მუნიციპალური სამართალი და მიწის გამოყენების დაგეგმვა.

ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ სპონსორებს, კრედიტორებს, სადაზღვევო კომპანიებს, ინფრასტრუქტურის ფონდებს, კომერციულ ბანკებს, კორპორაციებს, დეველოპერებსა და სამთავრობო ორგანოებს, რომლებიც ჩართული არიან ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებასა და შესყიდვაში.

რას ვაკეთებთ

  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ
  • ენერგო ინფრასტრუქტურის შესახებ
  • სატელეკომუნიკაციო და სატელიტური ინფრასტრუქტურის შესახებ
  • სოციალური ინფრასტრუქტურის შესახებ

გამოცდილება

  • იურიდიული მომსახურების გაწევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ანაკლიის შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, საკუთრებისა და გადაცემის ხელშეკრულებისთვის ინვესტორის არჩევისა და მოლაპარაკებების პროცესში;
  • საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების იურიდიული მხარდაჭერა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის, ექსპლუატაციის, გადაცემის ხელშეკრულების ხელახალ მოლაპარაკებაზე.
  • უცხოელი ინვესტორისთვის კონსულტაციის გაწევა საქართველოში უძრავ ქონებასა და სასტუმრო აქტივებში ინვესტირებასთან დაკავშირებით;
  • სს საქართველოს რკინიგზისთვის იურიდიული დახმარების გაწევა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამართლებრივი ჩარჩოს შესწავლის პროცესში;
  • IATA Consulting-ისთვის კონსულტაციის გაწევა ქართული ავიახაზების ბაზრის შეფასების პროცესში, რაც მოიცავდა ავიაციის მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობის დეტალურ შესწავლასა და ანალიზს.

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან