ემ ჯი იურიდიული ოფისის ადმინისტრაციული პრაქტიკა ემსახურება კლიენტებისთვის დახმარების გაწევას სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან პირდაპირ ურთიერთობაში. ბიზნესში, აღმოსავლეთ ევროპისა და CIS ქვეყნებში თავისი მნიშვნელოვანი იურიდიული გამოცდილებიდან და კავშირებიდან გამომდინარე, ემ ჯი იურიდიული ოფისი კლიენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ და კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას. სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის გუნდის მიზანია რეგულაციებთან დაკავშირებული რისკფაქტორების შემცირება და ბიზნეს შესაძლებლობების მაქსიმიზაცია. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის მყარი სტრატეგია უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე და წარმატებული ბიზნესის შიდა და გარე მიზნების მიღწევისთვის.
ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ სამართლებრივ და ბიზნეს გადაწყვეტილებებს ჩვენს ფართო გამოცდილებასა და კანონმდებლობის, საკანონმდებლო პროცედურების, მარეგულირებელი და პოლიტიკური საკითხების ყოველმხრივ ცოდნაზე დაყრდნობით. სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან და იურისტებისგან, რომლებიც კლიენტების ინტერესებს წარმოადგენენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე. ჩვენი გუნდი დეტალურად და სტრატეგიულად აანალიზებს კლიენტის პრობლემებსა და მიზნებს და, შესაბამისად, შეიმუშავებს ყველაზე პრაქტიკულ და ეფექტურ გადაწყვეტებს.
სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის პრაქტიკის ნაწილში, ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს: