ემ ჯი იურიდიულ ოფისში ჩვენ შევქმენით ისეთ იურისტთა ქსელი, რომელთაც აქვთ არამხოლოდ სტარტაპებისთვის, არამედ შემდგარი დეველოპერული კომპანიებისა და ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) ფირმებისთვის სრულყოფილი იურიდიული მომსახურების გაწევის საკმარისი კომპეტენცია და გამოცდილება.
საქართველოში არსებული მუდმივად ცვალებადი საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, კრიპტოვალუტის თითოეულ არსებულ თუ პოტენციურ საწარმოს ესაჭიროება ამ სფეროს წამყვანი ექსპერტების სიახლოვე. შესაბამისად, კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის აუცილებელია, რომ სამართლებრივი კონსულტაცია მიიღონ ისეთი იურისტებისგან, რომლებიც მუდმივად ჩართული არიან კრიპტოვალუტის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებაში. იურისტის ჩართულობა დაგეხმარებათ თქვენი ბიზნეს გეგმების შეუფერხებლად განხორციელებასა და განვითარებაში მიუხედავად მთავრობის ჩარევისა, რისკების შემცირებასა და კაპიტალიზაციის პროცესის მშვიდად წარმართვაში.
რას ვაკეთებთ
- ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის სამართლებრივი ასპექტების შესახებ კონსულტაციას;
- ვირტუალური ვალუტის შესახებ არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
- სრული სახელშეკრულებო მომსახურების გაწევას;
- „White Paper“-ის მომზადებას, ანალიზსა და საბოლოო სახის მიცემას;
- მონაცემთა დაცვის შესახებ კონსულტაციას;
- ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით კონსულტაციას.