ემ ჯი იურიდიული ოფისი ახორციელებს ტრანზაქციების მართვას, როგორც მცირე სტარტაპების, ასევე, გიგანტი საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობით და კონსულტაციას უწევს კორპორაციებს შერწყმისა და შესყიდვის, გაკოტრებისა და ლიკვიდაციის, სასესხო და კაპიტალთან დაკავშირებულ ტრანზაქციებთან მიმართებით.
ჩვენთვის ნაცნობია თითოეული გარიგებისთვის დამახასიათებელი ის უნიკალური პირობები და მასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, რომლებიც წარმოიშობა ადგილობრივი და რეგიონალური გარემოს გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნარი და კომპეტენცია, რათა ეფექტურად დავგეგმოთ და განვახორციელოთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებს მორგებული ტრანზაქციები. ჩვენი მომსახურების სფერო მოიცავს კორპორაციული მართვის ყველა საკითხს, რომელიც უკავშირდება კომპანიის დაფუძნებას, მართვასა და მათ ყოველდღიურ სამართლებრივ პრობლემებს.
რას ვაკეთებთ
- კონკრეტული საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით მარეგულირებელ ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
- სრულ სახელშეკრულებო, პროცედურული და სარეგისტრაციო მომსახურებას;
- სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას კორპორაციული სტრუქტურის შემუშავებასა და კომპლექსურ კომერციულ ტრანზაქციებში;
- კლიენტის მომხმარებლებთან და მიმწოდებლებთან კომერციული ხელშეკრულებების მომზადებას.
გამოცდილება
- საქართველოს თანა ინვესტირების ფონდის მიერ 50 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის შესყიდვის პროექტის სამართლებრივი ნაწილის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავდა კომპლექსურ წინასწარ სამართლებრივ შეფასებასა და კვლევას (მათ შორის, იმპლემენტაციის ხელშეკრულების, ელექტროენერგიის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების და ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ანალიზს);
- Betsson AB-ის მიერ აზარტული თამაშების ქართული კომპანიის შესყიდვის პროცესში იურიდიული მომსახურების გაწევა, რაც მოიცავდა აზარტული თამაშების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობის ყოველმხრივ ანალიზს, წინასწარ შესწავლასა და კვლევას (due diligence), კორპორაციულ სტრუქტურასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას, სამიზნე კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში წარმომადგენლობასა და იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, და ყოველდღიურ კორპორაციულ საკითხებში დახმარებას;
- ევროპის წამყვანი კერძო საინვესტიციო ფონდებისთვის კორპორაციული მართვის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა მათ ქართულ შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებით;
- წამყვანი საინვესტიციო ბანკისთვის იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით;
- Kenes S.a.r.l.-ისთვის (ლუქსემბურგი) იურიდიული მომსახურების გაწევა Caroli Foods Group B.V.-ში თავისი 51%-იანი წილის Campofrio Food Group-ისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს საკვების წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროში საერთაშორისო მექსიკური კომპანიის Sigma Alimentos-ს ესპანეთში დაფუძნებულ შვილობილ კომპანიას;
- იურიდიული მომსახურების გაწევა M1 ჯგუფისთვის, რომელიც წარმოადგენს დივერსიფიცირებულ საინვესტიციო ჰოლდინგურ ჯგუფს. კერძოდ, M1 ჯგუფის მიერ Façonnable Holding S.A.S.-ის და მისი შვილობილი კომპანიების (მათ შორის, Façonnable S.A.S.-ის) გაყიდვის და Façonnable S.à.r.l.-ის PJL Investments-ისთვის, რომელიც არის Pepe Jeans ჯგუფის მონაწილე, მიყიდვის პროცესში იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- ხის რბილობისა და ქაღალდის მწარმოებელი კომპანიისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა საფრანგეთში მისი აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით.