ემ ჯი ლო-ს გუნდს აქვს ეროვნულ და საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება კონკურენციისა და ანტიმონოპოლიურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენს კონკურენციის სპეციალისტებს აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ კლიენტების ინტერესები ბიზნეს საქმიანობის თითოეულ ეტაპზე, მათ შორის გარიგების წინ, მოკვლევისა და სასამართლო ეტაპებზე.
რას ვაკეთებთ
- მოლაპარაკებები ნასყიდობის, შერწყმის და ერთობლივი საწარმოებისათვის ნებართვის მიღება
- რჩევა კომერციული და თანამშრომლობის ხელშეკრულებების სტრუქტურების შესახებ
- რჩევა საზღვრისპირა ვაჭრობისა და ანტიდემპინგის ღონისძიებების შესახებ
- რჩევა ახალი კანონებისა და წესების გამოყენების შესახებ
- დახმარება მოკვლევის დროს
- დახმარება სასამართლო პროცესში
გამოცდილება
- ნავთობის გამავრცელებელი მსხვილი კომპანიისათვის სამართლებრივი მხარდაჭერა ქართული კონკურენციის სამართლის საკითხებზე;
- Apple-ის წამყვანი დისტრიბუციის კომპანიისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა Apple-ის საქონლის დისტრიბუციის ქარტელის საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მოკვლევასთან დაკავშირებით;
- მსხვილი ევროპული ფარმაცევტული კომპანიისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუციის კონკურენციის საკითხებთან მიმართებით;
- მსხვილი ევროპული სათამაშო კომპანიისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა საქართველოში კომპანიის შეძენის კონკურენციის საკითხებთან დაკავშირებით.