ემ ჯი იურიდიული ოფისის გუნდს აქვს წამყვანი სახელმწიფო და კერძო კომპანიებისა და ბანკებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევის მრავალმხრივი გამოცდილება ვალის გაცემისა და სასესხო ვალდებულებების მართვის ბაზარზე მნიშვნელოვან ტრანზაქციებთან დაკავშირებით.
რას ვაკეთებთ
- იურიდიულ კონსულტაციას კაპიტალის შეთავაზებასთან (equity offering) დაკავშირებით
- იურიდიულ კონსულტაციას სავალო შეთავაზებასთან (debt offering) დაკავშირებით
- იურიდიულ კონსულტაციას ჰიბრიდული ფასიანი ქაღალდების შეთავაზებასთან (hybrid securities offerings)დაკავშირებით
გამოცდილება
- საქართველოს მთავრობისთვის (რომელიც მოქმედებდა ფინანსთა სამინისტროს საშუალებით) იურიდიული კონსულტაციის გაწევა 500 მილიონი აშშ დოლარის 6.875%-იან სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 2021 გამოშვებასთან და, ამავდროულად, საქართველოს სატენდერო შეთავაზების დასრულებასთან დაკავშირებით მისი ყველა და ნებისმიერი ვადამოსული 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 7.50% სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 2013 შესახებ;
- J.P. Morgan Securities plc-ისა და Merrill Lynch International-ისთვის, როგორც ერთობლივად მოქმედი წამყვანი მენეჯერებისთვის, იურიდიული კონსულტაციის გაწევა სს BGEO ჯგუფის 350,000,000 აშშ დოლარის 6.00% ობლიგაციების ვადიანობა 2023 ირლანდიის საფონდო ბირჟაზე გამოშვებასთან, შეთავაზებასა და გაყიდვასთან დაკავშირებით;
- J.P. Morgan Securities plc-ისა და Renaissance Capital-ისთვის, როგორც ერთობლივად მოქმედი წამყვანი მენეჯერებისთვის, იურიდიული კონსულტაციის გაწევა სააქციო საზოგადობა საქართველოს ბანკის 500,000,000 ლარის 11.00% სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 2020 გადასახდელი აშშ დოლარში გამოშვებასთან, შეთავაზებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით;
- J.P. Morgan-ისა და Citigroup Global Markets Limited-ისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა სააქციო საზოგადობა Georgia Capital-ის 300,000,000 აშშ დოლარის 6.125% სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 2024 გამოშვებასთან, შეთავაზებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით;
- სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხარდაჭერა, რომელიც ეხებოდა 2017 წელს ვადამოსულ 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 6.875%-იან ობლიგაციებს და მოიცავდა ახალი ობლიგაციების გამოშვებას;
- სს საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერა, რომელიც ეხებოდა 2015 წელს ვადამოსულ 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 9.875%-იან ობლიგაციების გამოშვებას, რაც წარმოადგენდა სს საქართველოს რკინიგზის ისტორიაში პირველ საერთაშორისო სესხის შეთავაზებას.
- უმსხვილესი ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანიის იურიდიული მხარდაჭერა სამართლებრივი საკითხების შესწავლაში და ქართულ სამართალთან დაკავშირებული რჩევების მიცემა საქართველოში მის აქტივებთან და იურიდიულ პირებთან დაკავშირებით.