საბანკო და ფინანსური სფერო

ემ ჯი იურიდიულ ოფისში ჩვენ იურიდიულ კონსულტაციას გავცემთ როგორც კერძო და სარისკო კაპიტალის ინვესტიციის სტრუქტურიზებასთან, ასევე ორმხრივ და სინდიკურ საბანკო სესხებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ცოდნა ყველა ტიპის კერძო და საჯარო სასესხო ვალდებულებისა და კაპიტალის ფინანსირების შესახებ, მათ შორის, სინდიკური და ორმხრივი სასესხო ბაზრის ტრანზაქციების, შესყიდვის ფინანსირების, შეზღუდული უზრუნველყოფის ფინანსირების (limited-recourse financing), აქტივებით უზრუნველყოფილი სტრუქტურებისა და სხვა ტიპის არასაბალანსო (off-balance sheet) ტრანზაქციების შესახებ.

ჩვენ მომსახურებას ვუწევთ ადგილობრივ და უცხოურ კომერციულ და საინვესტიციო ბანკებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოებს, საინვესტიციო ფონდებსა და კორპორაციებს.

რას ვაკეთებთ

  • იურიდიულ მომსახურებას კერძო და სარისკო კაპიტალის ინვესტიციების სტრუქტურიზებასთან დაკავშირებით
  • კონსულტაციას სინდიკური და ორმხრივი სასესხო ბაზრის ტრანზაქციების შესახებ
  • სამართლებრივ მხარდაჭერას საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით
  • საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების კომპლექსურ იურიდიულ შესწავლასა და კვლევას (due diligence)
  • სრულ სახელშეკრულებო მომსახურებას
  • კონსულტაციას მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ საქმიანობასთან მიმართებით.

გამოცდილება

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოში სუპერმარკეტის ქსელის დაფინანსების პროექტის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • აზიის წამყვანი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმის მიერ მისი B სერიის დაფინანსების პროექტის სამართლებრივი მხარდაჭერა..

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან