მიმოხილვა

ემ ჯი ლო არის პირველი სრულფასოვანი იურიდიული ფირმა საქართველოში, რომელიც დაფუძნდა საერთაშორისო პარტნიორების მიერ და აღიარებულია Legal 500-ის მიერ როგორც Top Tier Band 1 ფირმა.

თბილისის შუაგულში დაფუძნებული ჩვენი ფირმა, რჩევებს აძლევს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, საინვესტიციო ფონდებს, სამთავრობო და საჯარო დაწესებულებებს.

ჩვენი ფირმა არის ბაზრის ლიდერი მისი უნიკალური გამოცდილებითა და კომერციული აზროვნებით, რაც წლების განმავლობაში საერთაშორისო იურიდიული ფირმის ნაწილით ყოფნიდან გამომდინარეობს.

ემ ჯი ლო-ს გუნდი მოიცავს ბაზრის ზოგიერთ წამყვან მრჩეველს, როგორც შიდა ისე საერთაშორისო კორპორაციულ, ენერგეტიკულ და საფინანსო გარიგებებზე და შიდა და საერთაშორისო დავების გადაწყვეტაზე რეგიონში.

ჩვენ მუდმივად ვეძებთ სხვადასხვა აკადემიური და პროფესიული გამოცდილების მქონე იურისტებს ჩვენი გუნდის გასაზრდელად. ჩვენი იურისტები კვალიფიციურები არიან მრავალ იურისდიქციაში, მათ შორის საქართველოში, გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ჩვენ ვმუშაობთ მთელ რიგ იურისდიქციებში, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ჩვენი იურისტები თავისუფლად ფლობენ რამდენიმე ენას, მათ შორის ინგლისურს, რუსულს, ქართულს, ფრანგულსა და იტალიურს.

ბევრ სხვა სფეროს შორის, ჩვენი მრავალფეროვანი და წარმატებული ექსპერტების სიძლიერე პირველ რიგში ფოკუსირებულია შემდეგ სექტორებზე:

საბანკო საქმე და ფინანსები; კაპიტალის ბაზარი; არბიტრაჟი და სასამართლო დავები; შრომა და დასაქმება; ინფრასტრუქტურა და პროექტის დაფინანსება; ენერგეტიკის სამართალი; უძრავი ქონება; საგადასახადო და საბაჟო; საინვესტიციო სამართალი; საკორპორაციო სამართალი; კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი.

რატომ ჩვენ?

ემ ჯი ლო-ს აქვს დიდი გამოცდილება ყველა სახის ტრანსსასაზღვრო გარიგებებისა და დავის სფეროში და კლიენტებს უწევს კონსულტაციებს შერწყმისა და შეძენის, ინფრასტრუქტურისა და პროექტის დაფინანსების, კაპიტალის ბაზრის (როგორც ვალის, ისე სააქციო გარიგებების) და საერთაშორისო არბიტრაჟისა და დავების გადაწყვეტის, ასევე ზოგადი კორპორატიული და კომერციული საკითხების სრული სპექტრის შესახებ.

ემ ჯი ლო-ში ჩვენი წარმატება მიეკუთვნება ჩვენს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხიანი იურიდიული მომსახურების მიწოდებას ჩვენი კლიენტებისათვის, ხოლო აქცენტს აკეთებენ ხელშესახებ შედეგებზე და აწვდიან ამ საქმეზე პრობლემის მოგვარების გზებს.

ჩვენი უნარი წარმატებით ვმართოთ ყველაზე რთული სამართლებრივი პრობლემები, განსაკუთრებული პროფესიული განსჯა და ინოვაციები, გამორჩეულს გვხდის საქართველოში არსებული სხვა ფირმებისაგან. ემ ჯი ლო მოწოდებულია ეფექტურად და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს კლიენტების სამართლებრივი მოთხოვნები.

 

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან

Recent Recogintion