ფირმის ხელსაყრელი ტარიფები მიმზიდველია ჩვენი კლიენტებისათვის გავლენისა და ეფექტურობისადმი ერთგულების გამო. ჩვენს იურისტებს სურთ მატერიალური ღირებულების დამატება ჩვენი კლიენტების ყველა ბიზნესისათვის და ცდილობენ დაეხმარონ მათ მომავალი მიზნების დასახვაში. პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრისას, ჩვენ არ ვიწყებთ მათთვის დაუყონებლივ ანგარიშფაქტურების გამოწერით, არამედ მოხარულნი ვართ შევთავაზოთ თავდაპირველი საკითხების დამუშავება, რათა წინასწარი ვარიანტები განხილული იქნას უფასოდ.
ჩვენ ვცდილობთ გავაცნოთ ჩვენს კლიენტებს შესაძლებლობები. ჩვენ გვსურს უკეთესად გავიცნოთ ჩვენი კლიენტების ბიზნესი და შეძლებისდაგვარად შევმატოთ ღირებულება. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს კლიენტებზე, მათ კომპანიებზე და ვეხმარებით მათ დასახული მიზნების მიღწევაში.
საათობრივი ტარიფები
ფირმა ზოგადად იყენებს საათობრივ ტარიფებს. იურისტები და იურისტების თანაშემწეები აღრიცხავენ თითოეულ საკითხზე ნამუშევარ დროს. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიმუშაოთ ზღვრული და ფიქსირებული ტარიფების საფუძველზე.