Mariam Kalandadze-min

მარიამ კალანდაძე

იურისტი

განათლება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრატურა, 2018
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი, 2015

პროფესიული კვალიფიკაცია
საქართველო

ენები
ქართული
ინგლისური
რუსული

საქმიანობის სფეროები

 წევრობა                                                                               საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

მარიამ კალანდაძის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კორპორაციული და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით კორპორაციული მართვის კუთხით. მარიამი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი, სადაც ის წარმატებულად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრში, მათ შორისაა ტელდერსის სახელობის შეჯიბრი საერთაშორისო სამართალში და ICC-ის მე-8 შეჯიბრი საერთაშორისო კომერციულ მედიაციაში. მარიამი, აგრეთვე, სწავლობდა ვიდრინას ევროპულ უნივერსიტეტში, ფრანკფურტი, გერმანია და კარლ-ფრანცის უნივერსიტეტში, გრაცი, ავსტრია.

სანამ ჩვენს კომპანიას შემოუერთდებოდა, მარიამი მუშაობდა Dechert LLP-ის თბილისის ოფისში იურისტის თანაშემწედ, სადაც მან მიიღო სხვადასხვა კორპორაციულ საკითხთან, კომპანიათა შერწყმასა და შესყიდვასთან, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფართო გამოცდილება. მან, ასევე, გამოცდილება შეიძინა უძრავი ქონების მართვისა და სასტუმრო ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით. გარდა ამისა, მარიამს აქვს სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა კომპანიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც მის ძირითად ვალდებულებებს წარმოადგენდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი კვლევა და კანონმდებლობის ანალიზი და შემუშავება. 

გამოცდილება

  • J.P. Morgan Securities plc და Merrill Lynch International, როგორც ერთობლივი მენეჯერების მხარდაჭერა სს ბიჯეო ჯგუფის მიერ 350 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების გამოშვების, შეთავაზებისა და გაყიდვის გარიგებაზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
  • უმსხვილესი ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანიის იურიდიული მხარდაჭერა სამართლებრივი საკითხების შესწავლაში და ქართულ სამართალთან დაკავშირებული რჩევების მიცემა საქართველოში მის აქტივებთან და იურიდიულ პირებთან დაკავშირებით.
  • არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიერ დაფუძნებული კომპანიის იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო დავებსა და სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტში.
  • უცხოელი ინვესტორის იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში უძრავ ქონებასა და სასტუმროს აქტივებში ინვესტიციებთან დაკავშირებით.
  • უცხოელი ინვესტორის იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში ონლაინ კაზინოს სერვისებში ინვესტიციებთან დაკავშირებით.
  • მსოფლიო ბანკის იურიდიული მხარდაჭერა კანონქვემდებარე აქტების მომზადებაში საქართველოში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.

Meet more of the team

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან

ka_GE