ლაშა მაჭავარიანი

უმცროსი იურისტი

განათლება                                                                                         

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი, 2016-2020

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრატურა, 2020-მიმდინარე

ენები

ქართული
ინგლისური
გერმანული
რუსული
 

ლაშა მაჭავარიანი ემ ჯი იურიდიულ ოფისის გუნდს შემოუერთდა 2019 წლის აპრილში და ახლა იკავებს უმცროსი იურისტის პოზიციას. ის უმეტესად კონსულტაციებს უწევს ჩვენს კლიენტებს სამოქალაქო, საკორპორაციო, ინტელექტუალური საკუთრებისა და შრომის სამართლის საკითხებში.


ემ ჯი იურიდიულ ოფისში საქმიანობის დაწყებამდე, საქართველოს რეფორმათა ასოციაციის სტაჟირების პროექტის ფარგლებში ლაშა მუშაობდა სამართლებრივ ანალიტიკოსად Factcheck-ში. 


ლაშას მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც ის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრებში, მათ შორის, ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში. ლაშა დასახელდა გამარჯვებულად ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო სამართლის რიგ სხვადასხვა ეროვნულ შეჯიბრებში. ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრში (CEEMC), რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ერთობლივი ორგანიზებით იმართება, ლაშამ მიიღო საუკეთესო გამომსვლელის წოდება. რაც შეეხება მის ახალ მიღწევებს, ბრაუნ მოსტენის სახელობის კლიენტთა კონსულტირების ეროვნულ შეჯიბრში ლაშა დასახელდა კონკურსის საუკეთესო იურისტად და 2020 წელს მოიგო ეროვნული ჩემპიონის ტიტულიც. ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდთან ერთად ლაშამ მონაწილეობა მიიღო ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში და 2020 წელს გახდა ეროვნული ჩემპიონი.
ამჟამად ლაშა აგრძელებს სწავლას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნეს და საგადასახადო სამართლის მიმართულებით.

Meet more of the team

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან

ka_GE