Giorgi Kikiani Photo-min (1) (1)

გიორგი კიკიანი

უფროსი იურისტი

განათლება                                                                                         
Free University of Tbilisi, LL.M
Tbilisi State University, 2018

ენები

ქართული
ინგლისური
რუსული

ემ ჯი ლოს გიორგი 2023 წლიდან შემოუერთდა, ხოლო მანამდე, მან პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში მუშაობით.

2019 წლის დასაწყისიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, გიორგი იკავებდა სხვადასხვა პოზიციას იურიდიულ კომპანია „ჯი-ელ-სი-სი“-ში (GLCC Law Firm), მათ შორის, ბოლო ერთ წლის განმავლობაში იგი ასრულებდა იურისტისა და სასამართლო მიმართულების ხელძღვანელის (Associate | Head of Litigation Practice) როლს. გარდა ამისა, 2022 წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, იგი დასაქმებული იყო იურისტის (Associate) პოზიციაზე იურიდიულ კომპანია „ელ-ფი-ეი“-ში (LPA Law Firm).

2020 წლიდან გიორგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საქართველოს საერთო სასამართლოებში კლიენტების წარმატებით წარმომადგენლობის კუთხით.

გიორგის საქმიანობის სფეროები ასევე მოიცავს სამეწარმეო, სახელშეკრულებო და საგადასახადო სამართალს. მას ასევე მიღებული აქვს პრაქტიკული გამოცდილება ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სამართლის მიმართულებით.

გიორგის მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და ამჟამად, იგი არის მაგისტრანტი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, საგადასახადო სამართლის დამატებითი კონცენტრაციით. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში, მან მონაწილეობა მიიღო „USAD”-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ კლიენტთა კონსულტირების ეროვნულ შეჯიბრში, სადაც თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი.

გაიცანით ჩვენი გუნდი

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან