ელენე გოგიჩაიშვილი

უფროსი იურისტი

განათლება                                                                                       

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი წარჩინებით, 2015

ტალინის უნივერსიტეტი, ბაკალავრიატის ეტაპზე გაცვლითი სემესტრი, 2014

გრონინგენის უნივერსიტეტი, საერთაშორისო და შედარებითი კერძო სამართალი: საერთაშორისო კომერციული სამართალი, 2016

პროფესიული კვალიფიკაცია
საქართველო

ენები
ქართული
ინგლისური
რუსული

საქმიანობის სფეროები

წევრობა                                                                                საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

undefined
undefined

ელენე გოგიჩაიშვილის საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია საკორპორაციო და კომერციული სამართლის საკითხებთან. ელენე ჩართულია მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების გარიგებებში. ელენე გოგიჩაიშვილი წარმატებით მონაწილეობდა ვილემ ვისის (Willem C. Vis) სახელობის იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში.

2020 და 2021 წელს ელენე გოგიჩაიშვილი დასახელდა Rising Star იურისტად Legal 500 EMEA-ის მიერ სასამართლო დავების მიმართულებით.

ემ ჯი ლოს გუნდის წევრობამდე ელენე მუშაობდა EY-ში უფროსი იურისტის პოზიციაზე. ელენე დაეხმარა კლიენტებს მრავალი კომპლექსური საკითხის ანალიზში, მათ შორის მუშაობდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა უცხოური კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების მართვა, კორპორაციული მართვის საკითხები, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო დავებისა და გაკოტრების საქმეების წარმოება. ელენეს გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო კოსმეტიკური და საქართველოში უდიდესი ღვინის მწარმოებელი კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობებში იურიდული დახმარების გაწევას.

გამოცდილება:

  • USAID-ის მიერ გაცემული გრანტის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო ორგანიზაციის დამხმარება იურიდული პირების დაფუძნებისა და კორპორაციული მოწყობის საკითხებში;
  • დასაქმებულების აქციათა პაკეტის მმართველი უცხოური კომპანიისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კომპლექსურ სესხის ხელშეკრულებებსა და მათთან დაკავშირებული დავების შესაძლო შედეგებზე კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა;
  • ნავთობისა და გაზის კომპანიის მიერ სამიზნე კომპანიაში წილების შეძენის მიზნით სამართლებრივი ანალიზის ჩატარებაში მონაწილეობა და კლიენტის მხარდაჭერა;
  • მიმდინარე საკითხებზე კლიენტებისთვის იურიდული კონსულტაციის გაწევა, ასევე, კორპორაციული და კომერციული დოკუმენტების მომზადებაში დახმარება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე კომპლექსურ სასამართლო დავაში საქართველოში უდიდესი ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლობა და მხარდაჭერა;
  • საფრანგეთში სასამართლო დავის წარმოებისას არაინვაზიური ძაფებისა და ლიფტინგის პროცედურებში სპეციალიზებული კომპანიის მხარდაჭერა;
  • კონსულტაციების გაწევა პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე. 

Meet more of the team

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან

ka_GE