ანა ქოჩიაშვილი

იურიდიული დირექტორი

განათლება                                                                                          კემბრიჯის უნივერსიტეტი, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, 2018
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი, 2014

პროფესიული კვალიფიკაცია
საქართველო

ენები
ქართული
რუსული
ინგლისური
გერმანული

საქმიანობის სფეროები

წევრობა                                                                                საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

undefined
undefined

ანა ქოჩიაშვილის საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია საკორპორაციო და კომერციული სამართლის საკითხებთან. ანა ჩართულია ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლის კვლევასა და ანალიზში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და სამართლებრივი შემოწმების პროცესში.

ემ ჯი იურიდიული ოფისის გუნდის წევრობამდე ანა მუშაობდა დეკერტ ჯორჯიაში და პრაქტიკა გაიარა საერთაშორისო ფირმაში. ანა ასევე ჩართული იყო ქართული სასამართლოების პრაქტიკის კვლევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

გამოცდილება

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის იურიდიული მხარდაჭერა ანაკლიის შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, ფლობისა და გადაცემის ხელშეკრულების დასადებად ინვესტორის შერჩევისა და ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში;
  • სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის იურიდიული მხარდაჭერა პასუხისმგებლობის გადაფარვის გარიგებაზე, რომელიც უკავშირდებოდა კორპორაციის 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 6.875% ობლიგაციებს და მოიცავდა ახალი ობლიგაციების გამოშვების პროცესს;
  • Betsson AB-ის იურიდიული მხარდაჭერა სათამაშო ბიზნესში ჩართული ქართული კომპანიის შესაძენად დადებული 85 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებაზე;
  • რას ალ ხაიმას მთავრობის იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით;
  • J.P. Morgan Securities plc და Merrill Lynch International, როგორც ერთობლივი მენეჯერების მხარდაჭერა სს ბიჯეო ჯგუფის მიერ 350 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების გამოშვების, შეთავაზებისა და გაყიდვის გარიგებაზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

გაიცანით ჩვენი გუნდი

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან