Image Ana Jikia

ანა ჯიქია

უმცროსი იურისტი

განათლება                                                                                         
საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი, 2018-2020
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი, 2018

ენები

ქართული
ინგლისური

ემ ჯი იურიდიულ ოფისში საქმიანობის დაწყებამდე, ანამ პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა რამდენიმე იურიდიულ კომპანიასა და ორგანიზაციაში.

2018-2019 წლებში ის მუშაობდა იურისტის თანაშემწედ (paralegal) საადვოკატო ბიუროში კორძახია, ჟღენტი და უმცროს იურისტად დი ელ ეფ ლიგალში. ასევე, მან სტაჟირება გაიარა იურიდიულ კომპანიაში მაკგილ (McGill), საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ანას მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც ის წარმატებულად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრში, მათ შორის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრსა (CEEMC) და ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესში. 2020 წელს ანას მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საქართველოს უნივერსიტეტში, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე. მაგისტრატურის განმავლობაში, მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრში - დავების გადაჭრის საერთაშორისო აკადემიის მიერ ორგანიზებული მე-18 საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრი, ვილჰემ ვისის სახელობის საერთაშორისო არბიტრაჟის 26-ე იმიტირებული პროცესი და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციისა და ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ ორგანიზებული მედიაციისა და მოლაპარაკებების შეჯიბრი.

Meet more of the team

დაინტერესებული ხართ ჩვენი ფირმით?

ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით
და თქვენს წარმატებაში ჩვენი წვლილის შეტანით!

ისინი გვენდობიან

ka_GE