ემ ჯი ლო განაგრძნობს ზრდას და ესალმება ორ ახალ იურისტს, ემ ჯი ლოს გუნდში უფროსი პარტნიორის – გიორგი სვანიძის გაწევრიანებასთან ერთად.
ქალბატონი ელენე გოგიჩაიშვილი ემ ჯი ლო-სს წევრი ხდება როგორც უფროსი იურისტი. ქალბატონ გოგიჩაიშვილს აქვს მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილება, რადგან მან განათლება მიიღო საქართველოში, ნიდერლანდებსა და ესტონეთში. ის არის კვალიფიციური ადვოკატი, 6 წელზე მეტი გამოცდილებით. რაც შეეხება მის წინა პოზიციას, ქალბატონი გოგიჩაიშვილი მუშაობდა საქართველოში EY Law-ში უფროს იურისტად. EY-ში მუშაობამდე, ქალბატონი გოგიჩაიშვილი დასაქმებული იყო საერთაშორისო კომპანიებში საინვესტიციო და საფინანსო სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი გოგიჩაიშვილი 2020 და 2021 წლებში აღიარებული იქნა Legal 500 EMEA-ს მიერ როგორც Rising Star. აღნიშნული აღიარება ადასტურებს მის შესაძლებლობას დაეხმაროს კლიენტებს ეფექტურად და დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
ქალბატონი სალომე მელაძე ასევე უერთდება ემ ჯი ლო-ს როგორც იურისტი. ქალბატონი მელაძე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მას წარმატებით აქვს მიღებული მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში. ემ ჯი ლო-ში გადმოსვლამდე, ქალბატონი მელაძე იურისტად მუშაობდა BGI Legal-ში. რაც შეეხება მის წინა პოზიციებს, ქალბატონი მელაძე ასევე მუშაობდა LPA-ში და სს საქართველოს რკინიგზაში.
ახალი თანამშრომლები ფირმას მატებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მიღებული გამოცდილების დამატებით სიღრმეს. ეს დამატებები ჩვენს გუნდში, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი კლიენტებისათვის უმაღლესი დონის ინტეგრირებული მომსახურების მიწოდებას.
მოხარული ვართ მივესალმოთ ქალბატონ გოგიჩაიშვილსა და ქალბატონ მელაძეს და მოუთმენლად ველით ჩვენი პრაქტიკის ზრდას.