Andersen Global-ის ქსელში თანამშრომელი იურიდიული ფირმის სტატუსით ინტეგრაციის შემდეგ, ემ ჯი ლო იზრდება სამ პარტნიორამდე ნიკოლა მარიანისა და არჩილ გიორგაძესთან ერთად გიორგი სვანაძის დამატებით.
ემ ჯი ლო წინამდებარით აცხადებს გიორგი სვანაძის, PhD., LL.M., MLB (Bucerius/WHU) უფროს პარტნიორად დანიშვნას წინამდებარე თარიღიდან.
გიორგი არის საქართველოში კვალიფიციური იურისტი, რომელსაც აქვს თხუთმეტ წელზე მეტი გამოცდილება ბიზნეს და კომერციულ სამართალში. მთელი კარიერის განმავლობაში, გიორგი უძღვებოდა Big 4 ფირმის იურიდიულ პრაქტიკას, ასევე სხვა საერთაშორისო იურიდიულ და აუდიტორულ ფირმას. სულ ახლახანს, გიორგი იყო საქართველოში EY Law Practice-ის ასოცირებული პარტნიორი. მანამდე, ის ხელმძღვანელობდა Deloitte-ის იურიდიულ პრაქტიკას საქართველოში როგორც Deloitte Legal-ის ხელმძღვანელი და მანამდე მუშაობდა საქართველოში მინერალური წყლის მწარმოებელი წამყვანი კომპანიის იურისტად. მას ასევე პრაქტიკა მიღებული აქვს გერმანიაში ჰამბურგსა და ბერლინში საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში მუშაობით.
გიორგი ფირმას სძენს უზარმაზარ გამოცდილებასა და ექსპერტიზას, რომელიც მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში. ის არის კლიენტების ნდობით აღჭურვილი იურისტი, რომელიც კლიენტების მოთხოვნებს ყველაზე ეფექტურად აკმაყოფილებს.
არჩილ გიორგაძე, ემ ჯი ლო-ს მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი ამბობს: „გიორგი შესანიშნავი დამატებაა ჩვენი ფირმისთვის. ის გუნდს მატებს ფასდადუებელ გამოცდილებას და ახალ ელფერს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გიორგი უზარმაზარ როლს შეასრულებს ფირმის მომავალ წარმატებასა და ზრდაში, რათა ემსახუროს ჩვენ კლიენტებს ყველაზე ინოვაციურად და ეფექტურად“.
ნიკოლა მარიანი, ემ ჯი ლო-ს თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ამბობს: „გიორგი სვანაძის დამატება ემ ჯი ლო-ში არის კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ზრდის გეგმისა და მოგვცემს უკეთეს შესაძლებლობას ვემსახუროთ ჩვენ ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს. Andersen Global-თან თანამშრომლობით, რომელსაც წარმომადგენლობა აქვს 150 ქვეყანაში და 8,000-ზე მეტ პროფესიონალთან ერთად, სვანაძე იქნება შესანიშნავ მდგომარეობაში, რომ ემსახუროს და გაზარდოს მისი გლობალური და ადგილობრივი კლიენტების ბაზა არჩილისა და ჩემი მხარდაჭერით. სვანაძე კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ ჩვენი სურვილია გავზარდოთ ჩვენი პრაქტიკა. ჩვენ ვმუშაობთ რიგ სხვა ნაბიჯებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ რეგიონის ბაზარზე ჩვენი წილი, განსაკუთრებით Andersen Global-ის ქსელის საფუძველზე“.
გიორგი სვანაძე ამბობს: „ეს არის დიდი შესაძლებლობა შეუერთდე ემ ჯი ლო-სს და იმუშაო ნიკოლასთან, არჩილთან და ფირმის გუნდთან ერთად, რომლებმაც აჩვენეს ბრწყინვალე სამუშაო და ძლიერი პოზიცია ბაზარზე. ემ ჯი ლო-ს თანამშრომლობა Andersen Global-თან ფირმას სხვა დონეზე აყენებს და ქმნის დივერსიფიცირებული და კომპლექსური მომსახურების უნიკალურ სტრუქტურას“.
ისინი გვენდობიან

